ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. გებრეიესუსის თქმით, ვირუსის მასშტაბურობის მიუხედავად ეს ისტორიაში, პირველი პანდემია იქნება, რომლის კონტროლიც შესაძლებელია.
ბოლო ინფორმაციით, კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა კანადამ. ისრაელის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა ადამიანი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ახალი კორონავირუსით 100-ზე მეტ ქვეყანაში 113 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 93% ოთხ ქვეყანაზე მოდის.