კორონავირუსის პანდემიის ფონზე სკანდალური ისტორიებით ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი ახალი სიმღერის კლიპზე მუშაობს. ფილმ „ცუდი გოგოების“ ვარსკვლავმა ტვიტერის სოციალურ ქსელში ვიდეოს ნაწყვეტები გამოაქვეყნა, თუმცა პოსტზე არაფერს წერს არც „სიგლის“ გამოშვების თარიღზე და არც მის სათაურზე.
ლოჰანის პოსტს ტვიტერის მომხმარებელთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ ახლა, როცა მსოფლიო გლობალური პანდემიას ებრძვის, სინგლების გამოშვების დრო არ არის.