logo
ENG



კორონავირუსის პირობებში, საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა

11 აპრ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
0q46s36xqcetbr4.png

კორონავირუსისა და შესაბამისი კარანტინის პირობებში, საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა. ამის მიზეზი კი ის შეზღუდვებია, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესდა. ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ტრანსპორტის გადაადგილების მკვეთრ შემცირებას, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კლება მოჰყვა, რომელიც ერთ-ერთი მთავარ დამაბინძურებლად ითვლება. შემცირდა მყარი ნაწილაკების მაჩვენებელიც. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კორონას დროებითი ეფექტია და დაბინძურების მაჩვენებელი ძველ ნიშნულს მარტივად დაუბრუნდება. 

გარემოს საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს არც კლიმატის დადებით ცვლილებას ელოდებიან. თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ დროებითი ცვლილებით სახელმწიფოების მეთაურებმა სერიოზული დასკვნები უნდა გააკეთონ. სპეციალისტები პოლიტიკოსებს გარემოს ნაკლებად დამაზიანებელი ტექნოლოგიების გამოყენებას ურჩევენ. 

გარემოს დამცველები ხელისუფლებას სხვა გამოსავალსაც სთავაზობენ. მათი შეფასებით, სხვადასხვა რეგიონში ჰაერის დაბინძურების წყაროები განსხვავებულია. ამიტომ მხოლოდ ტრანსპორტის შეზღუდვა ჰაერის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს რეგიონებში, სადაც საწარმოები ინტენსიურად მუშობს. ამიტომ სპეციალიტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ზოგი საწარმოს დახურვაც გახდეს საჭირო. 

გაგრძელდება თუ არა ჰაერის გაწმენდის ტენდენცია საქართველოში და გლობალურად, პანდემიის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. გარემოს დამცველები მოითხოვენ, რომ პოლიტიკოსებმა ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილებები მიიღონ.


close დახურვა