logo
ENG



კორონავირუსის საფრთხე - ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან

26 თებ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში დაკვირვების ქვეშ 13 პაციენტი იმყოფება. მათგან 2 ჩინეთის მოქალაქეა, 3 ირანის, დანარჩენები კი მილანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. თითოეულ მათგანს აღენიშნება გრიპის სხვადასხვა სიმპტომები-ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თუმცა პირველადი კვლევებით არც ერთის შემთხვევაში არ დასტურდება პნევმონია, ან ა/ბ ტიპის ვირუსები. პაციენტების ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევისთვის. შედეგები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

 


close დახურვა