logo
ENG



კორონავირუსის სიმპტომებით ინფექციურში 7 პაციენტი გადაიყვანეს

11 მარ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
cvyluqkpji433hd.jpg

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფ 7 ადამიანს, რომლებიც გუშინ, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოვიდნენ, კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდათ. შვიდივეს სიცხე და სურდო უფიქსირდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შვიდივე პაციენტი კვლევის ჩასატარებლად ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალური აღჭურვილობის მანქანებით გადაიყვანა.

იმ შემთხვევაში თუ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ, ისევ საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილნი.


close დახურვა