logo
ENG



კორონავირუსისგან ამ ეტაპზე სულ 16 პაციენტი განიკურნა - მარინა ეზუგბაია

28 მარ 202019:27
3 წუთის საკითხავი
 
yqm2ffq759dmobq.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა.

ეზუგბაიას თქმით, ის ჯერ კიდევ რჩება ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა პაციენტი მალე გაეწერება.

„გვყავს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი - სულ არის 16 გამოჯანმრთელებული, 15 ჩვენს ცენტრში, ერთი საჩხერეში. რაც შეეხება წუხელ შემოსულ პაციენტს - დაავადება არ პროგრესირებს, გამოკვლევებით დასტურდება პნევმონია, სხვა გართულებები არ გვაქვს. საღამოს ჩაუტარდა კიდევ შვიდ ადამიანს კვლევა და გავიგებთ, არიან თუ არა ისინი ინფიცირებულები", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ასევე ისაუბრა ასაკოვანი ქალის მდგომარეობის შესახებ. ეზუგაბაიას თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა.

„80 წელს გადაცილებული ქალბატონის მდგომაროება მძიმეა, კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. სტაბილიზაციის დადგომის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ წუთას გვყავს 33 დადასტურებული შემთხვევა, კვლევის პროცესშია 7 ადამიანი", - ამბობს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა