logo
ENG



კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა

01 მაი 202017:28
3 წუთის საკითხავი
 
r6bjmku3w5u5m16.jpg

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი განიკურნა. ჯამში ვირუსისგან უკვე 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირების 566 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა