logo
ENG



კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა

12 აპრ 202019:34
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი განიკურნა.

ამ ეტაპზე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის  მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ხოლო მეორე კვლავ მძიმედაა და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

„ამ ეტაპისთვის არ შეცვლილა დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა - კვლავ 252 რჩება, გამოჯანმრთელების რიცხვმა მოიმატა, დილას იყო 63, ახლა 67-ია, აქედან 4 პაციენტია ჩვენგან. სამი იყო დილას, დღეს ერთი დაემატა დღის მეორე ნახევარში და დღესვე ოთხივემ დატოვა კლინიკა. პაციენტებთან შედარებით სტაბილურია მდგომარეობა, ორის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, თითქმის კრიტიკული ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ რომ ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მეორეს მდგომარეობის პროგნოზირება ვერ ხდება, კვლავ მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და პრობლემური პაციენტია. დანარჩენი მძიმე პნევმონიანები სტაბილურად არიან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 252 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 67 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4925 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 401 პაციენტი.


close დახურვა