logo
ENG



კორონავირუსისგან დასაცავად ქუთაისის ქუჩებიც აკურთხეს

19 მარ 202016:07
3 წუთის საკითხავი
 
ldopskdigwzq9pn.png

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ, იოანე გამრეკელმა ქალაქის ქუჩები აკურთხა. მან წყალკურთხევის რიტუალი სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა, შემდეგ კი, ნაკურთხი წყალი ავტომობილით ქალაქის ქუჩებში მოასხეს.

მეუფის თქმით, რიტუალი ​კორონავირუსის საფრთხის ფონზე, მოქალაქეების დასამშვიდებლად და დასაცავად ტარდება.

„ეკლესიის მისიაა, აკურთხოს, გაამხნევოს, იმედი მისცეს ადამიანს და ღვთის მადლით, დაცული ვიყოთ. ეს  არ არის რაიმე ახალი წესი. ჩვენ სახლებიც ვაკურთხეთ ოჯახებში, ნაკურთხ წყალს ვატანთ ადამიანებს სახლში. ახლა ქალაქის მასშტაბით, რადგან არის განსაცდელი ქვეყანაში, მსოფლიოში, ეკლესიის მისიაა, გავამხნევოთ ადამიანები, რომ ჩვენ განსაცდელში მარტო არა ვართ, უფალია ჩვენს შორის და უფალმა ისმინოს, შეგვიწყალოს და დაგვიცვას თავისი მადლით“, - განაცხადა მეუფემ. 

რაც შეეხება კითხვას, უნდა შეიცვალოს თუ არა არსებული ვითარების გათვალისწინებით ზიარების რიტუალი, მეუფემ აღნიშნა, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია.

„ზიარების წესი არ იცვლება. უფალმა როგორც დაადგინა ისე არის და იქნება უკუნისამდე“, - აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა. 

შეგახსენებთ, ქუჩების კურთხევის რიტუალი 17 მარტს თბილისშიც შესრულდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1592 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262. ვირუსისგან ჯერჯერობით მხოლოდ 1 პაციენტი განიკურნა.


close დახურვა