ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კოვიდ 19 კიდევ ერთმა ადამიანმა დაამარცხა - ჯამში საქართველოში უკვე 68 გამოჯანმრთელებულია.
„ახალი ინფიცირებულები არ გვყავს - დილით გამოვლენილი 14-ის გარდა ახალი არ გვაქვს. დაგვემატა ერთი გამოჯანმრთელებული და ქვეყნის მასშტაბით არის 68 უკვე. რაც შეეხება პაციენტებს - მათი მდგომაროება სტაბილურია, არ შეცვლილა დღის განმავლობაში, კიდევ ველოდებით 11 პაციენტზე ტესტირებას", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 266 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან გარდაცვლილია სამი პაციენტი.