logo
ENG



კორონავირუსს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 33 976 ადამიანი ემსხვერპლა

30 მარ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ​ყველაზე რთული ვითარება კვლავ იტალიაშია. საშიში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 10,779-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 97 ათასზე მეტი ადამიანი.  

მძიმეა ვითარება ესპანეთშიც, სადაც დღის განმავლობაში ვირუსს 636 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 78-ტ ათასს გადააჭარბა. საფრანგეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 606-ს მიაღწია. 131-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. სირიაში კი, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების  რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ს უკვე 33 976 ადამიანი ემსხვერპლა, 150-თ- ათასზე მეტი პაციენტი კი სრულად გამოჯანმრთელდა.  


close დახურვა