logo
ENG



კორონავორუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა

05 თებ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

კორონავორუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 492 ამდე გაიზარდა. ინფიცირებულია 24 ათასი ადამიანი. ვირუსის შემთხვევები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გამოვლინდა. დღეს ავსტრიელი ქალი, რომელიც ზალცბურგის კლინიკაში კორონავირუსზე ანალიზის პასუხს ელოდებოდა, შენობიდან გაიპარა. ის პოლიციამ სახლში იპოვა და საავადმყოფოში დააბრუნა.

ამ დროისთვის პაციენტი  საავადმყოფოში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  ათ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი საკრუიზო ხომალდზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამაში დგას.  ინიფიცრებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბორტზე მყოფ დანარჩენ მგზავრებს კი ამ დრომდე ანალიზები უტარდებათ. კარანტინში მოათავსეს კიდევ ერთი საკრუიზო ბორანი. სამ მგზავრს კორონავირუსი დაუდგინა, ამის გამო დანარჩენ მგზავრებსაც ვირუსზე ამოწმებენ. ბორტზე 1800 ადამიანი იმყოფება. 


close დახურვა