logo
ENG



კორუფცია ივანიშვილის მიმართ კეთილგანწობილი ჩინოსნებისთვის ნებადართულია - ოპოზიცია

05 მარ 202009:17
3 წუთის საკითხავი
 

"კორუფცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ კეთილგანწობილი ჩინოსნებისთვის ნებადართულია", - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში "ფორმულას" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომელიც მერიაში არსებულ კორუფციას ეხება.

ოპოზიციონერი ლიდერებისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ თბილისის მერი კახა კალაძე და მისი გარემოცვა კორუფციულ სქემებშია გარეული.

"ფორმულას" წყარო უყვება, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში თბილისის მერის და მისი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივრები დაგროვდა. მათ შორისაა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეც.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მერიაში არსებული კორუფციის ქსემებზე არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. 

„ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიაში, მათ შორის კახა კალაძე არის დაკავებული საკუთარი კეთილდღეობის განვითარებით. ეს ეხება კორუფციას, ეს ეხება საკუთარი ახლობლების გადაფარვას და ზოგადად ეს არის ივანიშვილის მმართველობის ძალიან კონკრეტული სქემა, როდესაც მასთან ახლოს მყოფი კლასტერები მდიდრდებიან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მმართველი გუნდის კორუმპირებულობაზე პარტიის ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც საუბრობს. ფოფხაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მასთან მიახლოებულ მაღალჩინოსნებს კორუფციის გამო არ სჯის. 

"ხელისუფლება იყო ჩამოყალიბებული იმაზე, რომ მისი მომხრეებისთვის და მისთვის მისაღები ჩინოსნებისთვის კორუფცია ნებადართული იყო და მხოლოდ იმათ სჯიდნენ, ვინც გადიოდა მათი პოლიტიკური ინტერესების სფეროდან. ამან გამოიწვია ქვეყანაში ტოტალური კორუფცია. ყველა ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ მას სტატუსი აძლევს უფლებას იყოს კორუმპირებული“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

 


close დახურვა