logo
ENG



კორუფციაში ბრალდებულ ნიკოლა სარკოზის 3 წელი მიუსაჯეს, მას შინაპატიმრობის მოთხოვნა შეუძლია

01 მარ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/kw6gplro617n1p1.jpg

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსამართლეებმა დამნაშავედ სცნეს მოსამართლისთვის ქრთამის მიცემის მცდელობაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.

მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას შეუძლია, პირველი წელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატაროს, დარჩენილი ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.

ბრალდების მხარის განცხადებით, სარკოზი მაგისტრ მოსამართლეს, გილბერტ აზიბერტს მონაკოში პრესტიჟულ სამსახურს სთავაზობდა, მის პოლიტიკურ პარტიაში სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. ნიკოლა სარკოზი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალს. 

სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007-2012 წლებში. ჟაკ შირაკის შემდეგ იგი მეორე ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც კორუფციაში დასდეს ბრალი.


close დახურვა