logo
ENG



კორძაია: დღეს რუსული კანონის სანქციების ნაწილი ამოქმედდა

03 სექ 202412:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/03/k4cc8a9b8pzw9k8.png

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსულ კანონსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კორძაიას განცხადებით, სანქციების ნაწილი დღეს ამოქმედდა.

ოპოზიციონერის თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა ამ კანონის მიღების მავნე შედეგები.

"ფინანსური დახმარება შეუჩერდათ, შეუწყდათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უდიდესი დარტყმა მიიღეს მედიამ და ჟურნალისტებმა. ფინანსური დახმარება, ასევე, ეუჩერდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, ქალებს, ასევე, მცირე მცირე მეწარმეებს, ფერმერებს, რომლებიც იღებდნენ დასავლეთისგან ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ უკვე დღეს რეალურად, გადავედით ახალ ფაზაში, კიდევ უფრო მძიმე ფაზაში, იმიტომ, რომ დღეს ის სუბიექტები, ვინც საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ხელისუფლების კორუფციული გარიგებების შესახებ, კალაძისა და ღარიბაშვილის მრავალათასიანი საათების შესახებ, ეს ჟურნალისტები, რომლებიც ესაუბრებოდნენ საზოგადოებას მთაში არსებულ გაჭირვებაზე, მთაში მცხოვრები ადამიანების პრობლემაზე, უშუქობაზე, უგზობაზე, ეს ადამიანები უკვე ექვემდებარებიან სანქცირებას, რომელიც განუზომლად მაღალია", - განაცხადა კორძიამ. 

მისი თქმით, კანონს აქვს ერთადერთი მიზანი, გააჩუმონ ჟურნალისტები და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლები. 

"ამ ფონზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და არ გამოუქვეყნებია თავისი პასუხი იმასთან დაკავშირებით, აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას, იმიტომ, რომ მან კიდევ უფრო არ დააზიანოს საქართველოს სამომავლო პერსპექტივა. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია თავის ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას, იზოლაციაში მოაქცია საქართველო, მაგრამ 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად, ერთი გაფერადებით დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს, დავიბრუნებთ თავისუფლებას და კეთილდღეობას ევროპაში", - აღნიშნა კორძაიამ.


close დახურვა