დღეს ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს დამოუკიდებლობას ასამარებს. დღეს ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს. რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ გვიკარგავენ ჩვენ მომავალს. ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, მე გამოვედი პატიოსნად ვსაუბრობდი კანონი, რომ იყო ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს გაგაძევებთო.
კორძაია: პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, ოხანაშვილი ამას გადასარევად ასრულებს
06 მარ 202310:57
3 წუთის საკითხავი