logo
ENG



კორძაია: რუსებმა გამოგვყარეს სოხუმიდან, დღეს კი ოცნება ვერ ბედავს, მტერს მტერი დაარქვას

24 აპრ 202418:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/24/rbja2jm4wyz6sfx.jpg

დრო იმდენად ცოტაა, რომ ერთმანეთის მოფერების დრო ახლა არ გვაქვს, ერთმანეთის გამხნევების დროა. 35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში - რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა იქიდან. მახსოვს, როგორ მოვდიოდით მთებით, ფეხშიშველი, მშიერი, მწყურვალი და დღეს ვართ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ვერ ბედავს, რომ მტერს დაარქვას მტერი და მოყვარეს - მოყვარე.

35 წელია მოვდივართ იდეით, რომ ავაშენებთ თავისუფალ, თავმოყვარე და მსოფლიო რუკაზე თავისი ადგილის მქონე სახელმწიფოს და უცებ, უცებ მოვიდა ვიღაც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თაობების შრომა გადაყაროს წყალში და ეს ახალგაზრდები, დღეს ვინც თქვენს წინაშე იდგა, რატომ უნდა იბრძოდნენ ისევ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მაშინ, როდესაც მათ სამყარო გახსნილი აქვთ. დღეს რატომ უნდა ვზეიმობდეთ იმას, რომ ლაზარე თავისუფალია, ახალგაზრდა ადამიანი დაიჭირეს და პოლიტიკური შურისძიების სიმბოლოდ აქციეს მარტო იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს, ენას და თავისუფლებას იცავდა. რომ გადავხედოთ წარსულს, არცერთ ხელისუფლებას ის არ უქნია, რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება.


close დახურვა