logo
ENG



კორძაია სინოდის სხდომაზე: ეს ამბავი მიჩუმათდება თუ მედია გაჩუმდება

31 ოქტ 201918:30
3 წუთის საკითხავი
 
uctixnjhz59j7mi.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ აუცილებელია საერო და სასულიერო ხელისუფლების გამიჯვნა.

კორძაიას თქმით, მაღალი თანამდებობის პირებს, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებაში უნდა გამოეცალოთ ზალაუფლების ბოროტად სარგებლობის საშუალება.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ სასიცხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთმანეთს გაემიჯნოს. სასულიერო პირები საკუთარ მრევლში ავტორიტეტს დაკარგავენ თუ არა, ეს ჩვენი სადარდებელი არ არის. რაც შეეხება გახარიას, კვირიკაშვილს, გომელაურს მათ სამართალდარღვევებსა და მათთან შეკრულ მღვდლებს, ეს საკითხი უნდა გაირკვეს. თუმცა, არავინ ამ ქვეყანაში გამოძიებას არ დაიწყებს, გახარია დაიწყებს საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას? ეს ამბავი მიჩუმათდება თუ მედია გაჩუმდება. ჩვენი მიზანია გამოვაცალოთ ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის საშუალება როგორც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასულიერო მაღალი იერარქიის პირებს. ამას უნდა მივაღწიოთ მხოლოდამხოლოდ მედიის საშუალებით,“ - განაცხადა კორძაიამ. 

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.  

ამის შემდეგ მეუფე პეტრე პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."


close დახურვა