თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ლომბარდის ჯიხურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ლომბარდის ჯიხურში თავი მოიკლა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„ფორმულას“ ინფორმაციით 50 წლამდე მამაკაცს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმმავლობაში ეძებდნენ, რის გამოც გარდაცვლილის მეუღლემ პოლიცია გამოიძახა. პოლიცია იმ დაწესებულებაში მივიდა, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი მუშაობდა, სამართალდამცველებს ადგილზე მამაკაცი გარდაცვილი დახვდათ.
ასევე გავრცელებული ვერსიით მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა და სათავალთვალო კამერების ამოღება.
თავადპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსტავაზე მდებარე ლომბარდი, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი მუშაობდა დააყაჩაღეს, თუმცა ფაქტს თვითმხილველები არ ადასტურბენ.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯეროით უცნობია.