logo
ENG



კოტე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დატოვა

07 თებ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 

კოტე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა, ფორმულას კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოცემა წერს, რომ კოტე ანანიაშვილმა მათ არ უთხრა, რის გამო გაათავისუფლეს ან კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.

ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.

ფორმულა რამდენიმე კვირაა, საუბრობს საკადრო ცვლილებებზე შსს-ში, რომელიც უკვე დაიწყო

ფორმულა საუბრობდა კოტე ანანიაშვილზეც, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს შეცვლის. სირაძე კი, თავის მხრივ, საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს. 


close დახურვა