logo
ENG



კოტე კემულარია: ევროპარლამენტში ძალიან იმედგაცრუებული არიან

23 იან 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ თებერვალში პროდასავლური ოპოზიციონერი ქალები ბრიუსელში ვიზიტით ჩავლენ. მმართველი გუნდის შემედგ, ევროპელ დეპუტატებს ოპოზიციის წარმომადგენლები აწვდიან ინფორმაციას. ირაკლი ოქრუაშვილის წერილი დღეს მათ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა კოტე კემულარიამ პირადად გადასცა. ოპოზიციის ლიდერების და მედია მენეჯერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ევროპარლამენტარები უკეთ გაეცნენ.

რეალურად ვინ წარმოადგეს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, „ფორმულასთან“ „გამარჯვებულმა საქართველომ“ ისაუბრა. კემულარიას თქმით, ევროპარლამენტარები იმედგაცრუებულები არიან.

„ძალიან იმედგაცრუებული არიან. პირდაპირ ითქვა, რომ შეპირება, რომელიც თბილისში გამოითქვა, რომ სიტუაცია ოპოზიციასთან დიალოგის დროს თითქოს იმედისმომცემი იყო, განსაკუთრებით ბატონმა კუბილიუსმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ დაპირება არ შესრულდა. იყო ირაკლი ოქრუაშვილზეც საუბარი, რომელიც მათთვის ხაზგასასმელია, რომ ის არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და უკვე ექვსი თვეა საპატიმროში. ჩვენ ვისაუბრეთ სხვა თემებზეც, იგივე გიორგი რურუაზე, იგივე ტელევიზიებზე შეტევაზე, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ფაქტობრივად, ყოველ დღე სასამართლოში ვართ ოპოზიციური პარტიები. აქ იმყოფებიან ბატონი ბერაია და ბატონი კუჭავაც და ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ სხვა თემაზე, რომ რუსეთი საფრთხეა აგრესორია და მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. როცა ოპოზიციას რუსეთის დავალებით ანადგურებ, ოკუპანტი თავად ბიძინა ივანიშვილია“, - აცხადებს კემულარია.

როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი აცხადებს, სამი დღის განმავლობაში საქართველოს მისამართით უკიდურესად მწვავე განცხადებებს ისმენენ ევროპარლამენტში.

„სამი დღის განმავლობაში უკიდურესად მწვავე განცხადებებს ვისმენ საქართველოს მთავრობის მისამართით. ჩვენ მკაფიო გზავნილებით ჩამოვედით და პირველ რიგში, ეს ირაკლი ოქრუაშვილის საკითხს შეეხება. ჩამოვიტანეთ წერილი, რომელიც ოქრუაშვილმა ყველა მის ადრესატს გამოუგზავნა. ჩვენ ეს წერილი გადავეცით ევროკავშირის ლიდერებს“, - აცხადებს რეხვიაშვილი. 

 


close დახურვა