logo
ENG



კოფი: სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სრული სირცხვილია

03 ივლ 202322:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/m1awqc1o7ahv4xf.jpg

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტს აზიარებს და წერს, რომ "სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სრული სირცხვილია".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.

როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.

***

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან


close დახურვა