ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი ამბობს, რომ მთავრობას პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება ევალება, ნაცვლად ამისა კი ოპოზიციური პარტიის ოფისში შტურმი მოაწყო და პარტიის ლიდერი დააკავა.
ის სახელმწიფო მდინავ ბლინკენს მიმართავს, საქმეში ჩაერთოს.
"საქართველოში სიტუაცია ძალიან სერიოზულადაა. მთავრობას ევალება პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, ამის ნაცვლად აღმაშფოთებელი შტურმი მოაწყვეს მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბში და დააპატიმრეს მისი ლიდერი. ასეთი საქციელი მიუღებელია. ამით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. საჭიროა სიმშვიდე. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს საქმეში", - წერს კოფი.