უკრაინის ცნობით, კრამატორსკზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის მიმართულებით ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს. ერთი ცენტრში მდებარე კაფეს დაეცა, მეორე კი გარეუბანში აფეთქდა. დაშავდა 56 ადამიანი.
დაღუპულთა შორის 3 მოზარდია. ერთი 17 წლის, დანარჩენი ორი კი 14 წლის დები იყვნენ. დაჭრილებს შორის ერთი თვის ბავშვია. სამი კოლუმბიის მოქალაქეა, ისინი უკრაინის მხარდამჭერი ორგანიზაციის წევრები არიან.
რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი გუშინ, გვიან ღამით დაბომბა.