logo
ENG



კრამონი: ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას

01 ნოე 202019:31
3 წუთის საკითხავი
 
pvmb6lwylgjft9b.jpg

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ვონ კრამონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებზე საუბრობს. მისივე შეფასებით, ადმინისტრაციულ და ნაწილობრივ ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა დემოკრატიას ძირს უთხრის.  

"ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოს არჩევნებს. კონკურენტული და თავისუფალი გარემოს მიუხედავად, სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციული და ნაწილობრივ ფინანსურ რესურსებზე არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. პარტიებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით", - წერს კრამონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. არჩევნებიდან მეორე დღეს პარლამენტის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლა. 


close დახურვა