ჩვენი მოთხოვნის ადრესატია ყველას, ვისაც ესმის, რომ უფლებას ვერ მისცემს თქვენს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მოკვდეს. ესაა მიმართვა პრეზიდენტისადმი, მოსამართლეებისადმი, მთავრობისადმი, ყველასათვის, ვისაც აქვს კომპეტენცია, რაიმე შეცვალონ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვთხოვოთ ყველას.
ჩვენთვის იქნება უკიდურესად საგანგაშო იმის ნახვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამის თავიდან ასარიდებლად - როგორ იქნება ეს ფორმულირებული ანგარიშში, ამას ვნახავთ, მაგრამ აქ, პარლამენტში ყველა პარტია შეშფოთებულია იმის გამო, რომ არაფერი კეთდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ხალხი ამაზე ხუმრობს. არ არის სერიოზული მიდგომა ამ სიტუაციასთან გამკლავებასთან დაკავშირებით. ეს არაა პოლიტიკური საკითხი, ჩემთვის ესაა ჰუმანიტარული საკითხი.