ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი.
ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრები არასდროს აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ე.წ არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს.
კრამონის თქმით, ევროპული ღირებულებებითა და იდენტობით, მიესალმებიან საქართველოს ევროპულ ოჯახში, როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიზაციის გზას.
"ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად რუსეთის იმპერიიდან, მეორედ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა არ არის მარტივი, ის მოითხოვს ბრძოლასა და რთულ შრომას.
ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასდროს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს და ე.წ რეფერენდუმს რუსეთთან შეერთებაზე. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენი ევროპული ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას", - წერს კრამონი.