logo
ENG



კრამონი: პატიმრების კეთილდღეობა, მათ შორის სააკაშვილის, მთავრობის პასუხისმგებლობაა

22 დეკ 202215:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/y4117ketbjn9rkn.png

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად 2021 წლის ივნისში გადაღებულ ფოტოს და დღევანდელი პროცესის სურათს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ბოლო ნახვისას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

მისივე თქმით, ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"ბოლოს როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ჯანმრთელი. ასე გამოიყურება ის დღეს, რაც, ერთ წელზე ცოტა მეტი ხანია, საქართველოს ციხეშია. ყველა პატიმრის კეთილდღეობა სააკაშვილის ჩათვლით არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა"- წერს კრამონი.

დღეს 7 თვის შემდეგ პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრო.


close დახურვა