logo
ENG



კრამონი დარჩიაშვილზე: უნგრეთის საგარეო მინისტრისთვის მეგობრის წოდება ყველაფერზე მეტყველებს

07 აპრ 202314:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/ucmj2g6ry8sw6ns.jpg
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს საგარეო მინისტრის მხრიდან, უნგრელი კოლეგისთვის "საქართველოს ნამდვილი მეგობრის" წოდება "ყველაფერზე მეტყველებს".

კრამონმა ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ტვიტზე პასუხად დაწერა, სადაც დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ამბობს: „ყოველთვის სასიამოვნოა ვუმასპინძლოთ საქართველოს ნამდვილ მეგობარს - უნგრეთის საგარეო მინისტრ პიტერ სიიარტოს თბილისში.

"ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს "ნამდვილი მეგობრის" წოდება ყველაფერზე მეტყველებს.

ხელისუფლება, რომელმაც ევროკავშირის წერვრობის მიუხედავად გააუქმა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მისი რუსეთის დე-ფაქტო მარიონეტული რეჟიმი თითქმის მხარს არ უჭერს უკრაინას" - წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.


close დახურვა