ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, რომელიც დღეს თბილისს ეწვევა, მოუწოდებს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან "ლამაზი პროექტებისა და ფოტოსურათების გადაღების დრო" აღარ არის.
"გთხოვთ გამოიყენოთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ, რომ შეწყვიტონ თავიანთი ხალხის ცემა. მშვიდობიანი ადამიანების მიმართ ძალადობრივი და ბრუტალური მოპყრობა უნდა შეწყდეს. მოუწოდეთ, რომ გაიწვიონ რუსული კანონი - საქართველოს მთავრობის წევრებთან პროექტებისა და ბედნიერი სურათების გადაღების დრო აღარ არის", - წერს კრამონი X-ზე.
კრამონი ასევე ევროკომისიას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რასაც, მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს.
"რაც საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება სრული აბსურდია. ვთხოვ ევროკომისიას დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროკავშირის ინტერესია მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში", - თქვა მან.