logo
ENG



კრასნოდარის ოლქში, კავკაზის პორტში საბორნე გემზე დრონებით შეტევა განხორციელდა

23 ივლ 202411:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/23/8rdsz1nbk91cesm.jpg

რუსეთის კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, დილით, "კავკაზის" პორტში საბორნე გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა დაფიქსირდა. 

როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

"შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს", - დაწერა მან.


close დახურვა