logo
ENG



კრემლი, სავარაუდოდ, სამხედრო მობილიზაციის მეორე ტალღას გეგმავს - ISW

07 დეკ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/iv45fkbv66suazq.jpg
OLGA MALTSEVA/AFP via Getty Image

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი, სავარაუდოდ, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს.

რუსეთი უარყოფს ამ ინფორმაციას, რაც ინსტიტუტის აზრით მცდელობაა, მართონ მზარდი შეშფოთება საზოგადოებაში და ომის შესახებ ინფორმაციის წყაროებად სახელისუფლებო უწყებები და მას დაქვემდებარებული საშუალებები აქციონ.

ამის მიუხედავად ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავ აპირებს მობილიზაციის გამოცხადებას.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 6 დეკემბერს მოსახლეობას მოუწოდა, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ და სოციალურ ქსელებში მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ გავრცელებული "პროვოკაციული მესიჯები" დააიგნორონ.

"პესკოვის განცხადება სავარაუდოდ მიმართულია როგორც რუსული ოპოზიციის ასევე ომის მომხრე ტელეგრამ არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციისკენ, რომლებიც მუდმივად აშუქებენ მინიშნებებს იმაზე, რომ კრემლის მიზანი 2023 წელს მობილიზაციის განახლებაა" - აცხადებს ინსტიტუტი.

გარდა ამისა, ომის კვლევის ინსტიტუტის თქმით, პრეზიდენტი პუტინი მიმართავს დამატებით ზომებს, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მობილიზებულებისა და მათი ოჯახების მხრიდან ჩივილი თავიდან აირიდოს.

მაგალითად, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს სახელმწიფო უწყებების შენობებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, პორტებში, რკინიგზის სადგურებში, ეკლესიებსა და აეროპორტებში შეკრებას. ამის მიზანი სავარაუდოდ ისაა, რომ მობილიზაციის შესახებ პროტესტი დაითრგუნოს.

გარდა ამისა, ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პუტინი მეორე ტალღას ან სრულ მობილიზაციას ან უკრაინასთან ომს ფორმალურად გამოაცხადებს რუსეთის სამხედრო ძალები დასაზღვრულია. მათი ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მშვიდობიან პერიოდში წელიწადში ორჯერ ერთდროულად 130 000 ახალწვეულის წვრთნა შეუძლია, უფრო ხანმოკლე პერიოდში რუსეთს მობილიზებულების დიდი ოდენობის წვრთნა მკვეთრად გაუჭირდა.

როგორც უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ აღნიშნა, ის მობილიზებულები, ვინც ახლა ჩადიან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად უკეთესად არიან მომზადებულები, ვიდრე ისინი, ვინც 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მყისიერად გაგზავნეს ბრძოლის ველზე.

„კრემლის ყალბი განცხადება 26 ოქტომბერს მობილიზაციით გამოძახებების დასრულების შესახებ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იაზრებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად შეინარჩუნოს მობილიზაციის რეზერვები და გაწვევა“ - აცხადებს ომის კვლევის ინსტიტუტი.

 

close დახურვა