logo
ENG



კრემლის აგენტურა - შაბათის ფორმულა

25 თებ 202320:27
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ისტორიის ბნელ მხარეს წაიყვანოს. რუსი ოლიგარქის პარტია, ზუსტად იმეორებს კრემლის მართვის მეთოდებს და ახლა უკვე იმ კანონებსაც იღებს, რომელიც პუტინმა რუსეთში, მესამე სექტორის და მედიის საბოლოო განადგურებისთვის გამოიგონა. ბიძინა ივანიშვილის სპეც დანაყოფი - ხალხის ძალა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, კანონის მიღებას აანონსებს და ამ რუსულ ვერსიას მხარს უჭერს, ქართული ოცნებაც. შაბათის ფორმულაში გაჩვენებთ ვინ არიან კრემლის გავლენის აგენტები საქართველოში, რომლებიც ქვეყანას სამუდამო განადგურებით ემუქრებიან, რადგან საერთაშორისო პარტნიორებისთვის რუსული კანონის საქართველოს პარლამენტში ინიციირება უკვე აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა ევროპულ მომავალს საბოლოოდ დაემშვიდობება.


close დახურვა