logo
ENG



კრემლის ხელწერა - შაბათის ფორმულა

17 დეკ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

ვიქტორ იუშჩენკო, ანა პოლიტკოვსკაია, ალექსანდრ ლიტვინენკო, მამა-შვილი სკრიპალები, ნავალნი - ყველა მათგანის საეჭვო მოწამვლის გარემოებების გამოძიების შემდეგ, საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებმა, ერთი დამკვეთი დაასახელეს. პოლონიუმი და ნოვიჩოკი, შესაძლოა კიდევ სხვა, ჯერ უცნობი ნივთიერებებით, პუტინის ოპონენტებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეთოდით წამლავდნენ. ზოგი გადარჩა, ზოგი - ვერ. ალექსეი ნავალნი, პუტინის საწამლავისგან გერმანელმა ექიმებმა იხსნეს, მაგრამ ახლა სასჯელს პუტინის ციხეში იხდის. რა მეთოდებით ებრძვის ოპონენტებს კრემლი და როგორია პუტინის უცვლელი ხელწერა - მსოფლიო დიქტატორის ბრძოლის სტილი იქ, სადაც ტანკი არ სჭირდება.


close დახურვა