კრემლმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, არსებულ ფორმატში მოლაპარაკებები, მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის, საკმარისია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში ვლადიმერ პუტინს მიმართა და პირისპირ მოლაპარაკებების შესთავაზა.
"წადი ჩვენი მიწიდან. არ გინდა ახლა წასვლა - დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე თავისუფალი ვარ, დაჯექი ჩემთან. ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც ეს მაკრონთან და შოლცთან გააკეთე - მე ხომ მეზობელი ვარ. არ ვიკბინები. მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან და მელაპარკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ჩვენ ტერორისტები არ ვართ. ჩვენ არ ვიპყრობთ ბანკებს, ჩვენ არ ვიპყრობთ სხვის მიწებს", - თქვა ზელენსკიმ.