logo
ENG



კრივი რიჰზე ოკუპანტების სარაკეტო იერიშს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

17 დეკ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/xxxn6tpofy7ebvm.jpg

გუშინ რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი. ამასთან, დაშავდა 13 ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რაკეტები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ვალენტი რეზნიჩენკო ამბობს, რომ აფეთქების დროს დაიღუპა 64 წლის ქალი და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. 13 დაშავებულიდან ოთხი ბავშვია. ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.


close დახურვა