logo
ENG



კრივის ჩემპიონ გიორგი ყუშიტაშვილს მეგობარი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს - შაბათის ფორმულა

28 ოქტ 202321:12
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი ყუშიტაშვილს, რომელიც კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონია, ბრალად მეგობარი ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობა ედება. 24 წლის ქალი, რომელიც ჩემპიონის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, ამბობს რომ ახლა ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლიცაა - მას გაჩუმებას სთხოვენ რომ სპორტსმენის კარიერა არ დაღუპოს. შაბათის ფორმულასთან ის ძალადობას დეტალურად აღწერს. ცემის კვალი სხეულზე ამ დრომდე ეტყობა. ქალზე შესაძლო ძალადობის საქმეზე - პირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. კრივში ევროპის ჩემპიონი,28 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, მოსამართლემ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებას 24 წლის ქალი უსამართლოს უწოდებს. გიორგი ყუშიტაშვილი კი ბრალდებას უარყოფს. მას სამი ადვოკატი ჰყავს, დაცვის ვერსია კი ქალის მხრიდან პროვოკაციაა, თუმცა ქალს დაზიანებების კავალი ამ დრომდე ატყვია.

 


close დახურვა