„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზადაა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და განახორციელოს პროექტი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებულია.
კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივა იქნება. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები იძლევა საშუალებას ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და ამით მიაღწიონ საერთო მიზანს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.
„კრიზისიდან ეფექტური გამოსვლის ალტერნატივა არის ანაკლიის პროექტის განხორციელება და ეკონომიკური ზონის იდეის განხორციელება. ანაკლიის კონსორციუმი არის ყველაზე ხელსაყრელი პარტნიორი მთავრობისთვის და ვუცხადებთ მთავრობას, რომ გადაიდოს პირადი ინტერესები გვერდზე", - აცხადებს კონსორციუმი დირექტორი, ლევან ახვლედიანი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ამჟამად შეჩერებულია. საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გადადო.