logo
ENG



კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კასპის პოლიციის უფროსს შორის დაპირისპირება მოხდა - ფორმულა

23 ივლ 202218:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/8owaswjgn9e1ds9.jpg

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კასპის პოლიციის უფროსს გიორგი ჩოქურს შორის დაპირისპირება მოხდა.

ფორმულას რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო უყვება რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებისგან ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება, რომ არჩევნებზე ხმების მობილიზების სანაცვლოდ ქურდული სამყარო მთავრობისგან პრივილეგიებს მიიღებდა და ხელისუფლება მათ ბიზნესსაქმიანობაში ხელს შეუწყობდა.

წყაროს ცნობით, ქართულმა ოცნებამ ეს დაპირება არ შეასრულა, რის გამოც ისინი კასპის მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსს შეხვდნენ და დაემუქრნენ.

ფორმულას წყარო უყვება, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა პოლიციის უფროსს გამაფრთხილებლად ფეხში ესროლეს და დაემუქრნენ, რომ სხვა შემთხვევაში ტყვიას არ ააცილებდნენ.

შსს და თავად გიორგი ჩოქური ამ ინფორმაციას უარყოფენ.


close დახურვა