შაბათის ფორმულამ მოიპოვა კადრები, როგორ აღნიშნავენ ბოლო ზარს ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის შვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის.
მოგვიანებით, მე-12 კლასელმა კადრები სოციალურ ქსელში განათავსა.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდება იგივე პიროვნება იარაღით სხვა დროს.
როცა შაბათის ფორმულას ჟურნალისტი ამ ამბის გადასამოწმებლად, ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მივიდა, ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დახვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიცია, სკოლის წინ სროლის ფაქტით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ეს ამბავი შაბათის ფორმულამ მოიკითხა.