logo
ENG



კრიტიკული გზავნილები ვაშინგტონიდან

31 ივლ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, საქართველოს მთავრობას სენატშიც ახსენებენ, რომ დემოკრატიის დაცვა გადამწყვეტია ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის. მოსალოდნელ სანქციებზე და საქართველოსთვის მომავალ დახმარებაზე სენატორებმა კითხვები სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დაუსვეს. შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საელჩომ დასწრებაზე ისევ უარი თქვა, ქართულ ოცნებას სენატორებმა შეახსენეს მთავარი პრინციპები, როგორიცაა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, რუსული კანონის გაუქმება, თუ ჩინეთის გავლენის შეკავება.

 


close დახურვა