logo
ENG



კროკუს სითი ჰოლში ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააპატიმრეს

06 აპრ 202423:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/lk6up14bxf0dhyg.png

რუსეთში კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში ტერაქტის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააპატიმრეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვის სასამართლომ მუჰამად შარიპზოდუს 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, შარიპზოდა ტაჯიკეთის მოქალაქეა. გამოძიების მტკიცებით, ის ტერაქტის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. მის წინააღმდეგ საქმე ტერაქტის მოწყობის მუხლით აღიძრა, თუმცა უფრო კონკრეტულად რა ფორმით მონაწილეობდა შარიპზოდე თავდასხმის ორგანიზებაში უცნობია.

***

შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტს საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 143 დაიღუპა, 551 კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.

რუსეთი თავდასხმაში უკრაინულ კვალზე საუბრობს. კიევი ნებისმიერ კავშირს უარყოფს. შემთხვევაზე გამოძიება ტერორიზმით მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის საქმეზე სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს, აქედან 11 პატიმრობაშია. ტერაქტში უშუალოდ მონაწილეობის ბრალდებით 4 ადამიანია დაკავებული.

 


close დახურვა