logo
ENG



კუბილიუსი: არსებობს შეთავაზება გერმანულ მოდელზე, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებებს

08 დეკ 201914:07
3 წუთის საკითხავი
 
hexuzvxlakkyfzz.jpg

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით ეწყობა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამჯერად ელჩების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. დისპკორპუსს შექმნილ ვითარებაზე მმართველი გუნდის აზრი აინტერესებს.

ევრონესტის თანათავმჯდომარის, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, გერმანული მოდელის ამოქმედებისთვის საქართველოს კონსტიტუცია ცვლილებებს არ საჭიროებს. 

"ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. არსებულ სიტუაციას ევროკაშირის ელჩთან განვიხილავთ. გაგვიხარდება, თუ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგი გაგრძელდება. კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებელი, დიდწილად, მმართველი პარტიაა. პირობების შესრულება უარის თქმა კარგი გამოსავალი არაა, რადგან ეს ხალხშიც და ევროკაშირშიც უნდობლობას იწვევს. არსებობს შეთავაზება გერმანულ მოდელზე, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ ცვლილებებს", - აღნიშნა კუბილიუსმა.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით კი, მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება. იმედია, მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას. მნიშვნელოვანია, ამ დიალოგში მონაწილე ყველა მხარეს ჰქონდეს კონსტრუქციული განწყობა და ვცადოთ, ხიდი გავდოთ ორ მხარეს შორის", - აღნიშნა ჰარცელმა.


close დახურვა