ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს EU-ის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციაა.
კუბილისუსის თქმით, პარლამენტში გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება დაიწყო, რამაც აჩვენა, რომ ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს.
„მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.
პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი“, - ამბობს კუბილიუსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.