logo
ENG



კუბილიუსი: შემდეგი ნაბიჯი - აღარ უნდა მოხდეს სასამართლოს პოლიტიზება

01 ივლ 202000:24
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერში“ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს აქვს უნარი გახდეს მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის კუთხით.

„პოლიტიკური სისტემა უფრო პროპორციული გახდა. გილოცავთ. შემდეგი ნაბიჯი: აღარ უნდა მოხდეს სასამართლოს პოლიტიზება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მოწინავე ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციაში“, - წერს კუბილიუსი.

პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.


close დახურვა