logo
ENG



კუბილიუსი აგვისტოს ომზე: იმპერიალისტური რუსეთის გზა განწირულია

07 აგვ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 
4t5zyjv6d0rp93c.jpg

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის ომის მე-12 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში მცოცავ ანექსიას აგრძელებს, მაგრამ ეს გზა განწირულია. 

კუბილიუსის თქმით, რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოს მაგალითის გათვალისწინებაა.

"12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. რუსეთის მიერ არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალები პროვოკაციას აგრძელებენ. აფხაზეთისა და ცხინვალის მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. 

რუსეთის ერთადერთი ევროპული გზა არის საქართველოს მაგალითის მიღება, რომელიც წარმატებულია ევროპული რეფორმების განხორციელებით", - წერს კუბილიუსი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.


close დახურვა