logo
ENG



კუბილიუსი ღარიბაშვილზე: საქართველო მუდმივად ითხოვდა NATO-ს წევრობას, ძალიან გამიკვირდა

31 მაი 202318:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/52uilbsee6w9hpq.jpg

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო".

"ჩვენ ვხედავთ არაადეკვატურ პოზიციას, რომელიც უჭირავს საქართველოს მთავრობას და ნამდვილად გავოცდით პრემიერ ღარიბაშვილის ფონზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო მან ომი და შესაბამისად, მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება. საქართველო მუდმივად ითხოვდა NATO-ს წევრობას და შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა, უცნაური იყო მისი ასეთი განცხადება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვეთანხმებით საქართველოს მთავრობის პოზიციას", - ამბობს ევროპარლამენტარი.

ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა  პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.

"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO- გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირებაარც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობისმაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვაგამხდარიყო NATO- წევრიამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა. 

გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.

"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO- ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.


close დახურვა