უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ადრე თუ გვიან, დასავლელი მოკავშირეები გადაწყვეტენ, უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ.
"F-16 იქნება, ეს დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება აშშ-ის გადაწყვეტილებაზე და კონტრშეტევის შედეგებზე.
ახლა F-16 რომ გვქონდეს, ჩვენი კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და ჩვენ შევძლებდით გადაგვერჩინა კიდევ ბევრი ჩვენი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე, რომლებიც სარაკეტო დარტყმების მსხვერპლი არიან", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე უკრაინელ სამხედროებს გაუჭირდებათ ქვეყნის დაცვა, თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება კი გაუჭირდებათ.