logo
ENG



კულება: NATO-ს მოკავშირეები უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ

10 ივლ 202314:25
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ.

"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას NATO-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მეტი სიცხადე იყოს", - წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

გადაწყვეტილება ოფიციალურად სავარაუდოდ, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე გამოცხადდება, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.

ლიეტუვაში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მ რაციონალური გზა უნდა განსაზღვროს იმისთვის, რომ უკრაინამ NATO-ში შესვლა შეძლოს. ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინის მომავალი საბოლოოდ NATO-ა.


close დახურვა