logo
ENG



კულება: არ დაუჯეროთ უკრაინაზე აპოკალიფსურ პროგნოზებს, მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ

07 თებ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/07/cuth6gjxdmbexll.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით "აპოკალიფსურ პროგნოზებს" არ დაუჯერონ. კულება ამბობს, რომ უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.

"არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს სხვადასხვა სცენარი აქვს, თუმცა უკრაინა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. დღეს უკრაინას ყავს ძლიერი ჯარი, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნისადმი. ეს მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი." - წერს დმიტრო კულება.


close დახურვა